ავტორი: დათო სამნიაშვილი

ქართული ჟანრული ლიტერატურა მოიკოჭლებს, თუმცა ზოგი იმასაც გეტყვით, რომ მას ვისაც ფეხი არ აქვს, ვერ იქნება კოჭლი.  აქედან გამომდინარე ქართულ სამეცნიერო ფანტასტიკასაც უჭირს. თუ დაძებნით, ამ კატეგორიის ქვეშ მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელ ნაწარმოებს იპოვით, მათ შორის ერთ-ერთი  1930 წლით თარიღდება.

ამხანაგებო, „ქალი სარკეში“  საბჭოთა საქართველოში შექმნილი პირველი ქართული სამეცნიერო ფანტასტიკაა. რომანის ავტორი 1884 წელს, ღარიბი გლეხის ოჯახში დაბადებული  ალექსანდრე აბაშელია. რევოლუციურ მოძრაობაში ჩართული ახალგაზრდა აბაშელი 1906 წელს გადაასახლეს კიდევაც. ორი წლის შემდეგ, სამშობლოში დაბრუნებული კვლავ რევოლუციური სულისკვეთებით იყო მოცული.  ასე ეტრფოდა, წერდა ლექსებს და არც ჯილდოებს უჩიოდა. ახალგაზრდა ალექსანდრე თვით აკაკი წერეთელმაც დააჯილდოვა და დიდი მომავალი უწინასწარმეტყველა.

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, აბაშელს ბორკილები საბოლოოდ ეხსენება და 1930 წელს რომანს  – „ქალი სარკეში“ წერს. ბევრი ამ წიგნს პროპაგანდისტულსაც უწოდებს, მაგრამ ნუ ვიჩქარებთ…

წიგნის სიუჟეტი  დედამიწაზე იწყება ,  გრძელდება  კოსმოსში და სრულდება მარსზე. მეოცე საუკუნის ოცდაათიანი წლები, საბჭოთა საქართველო, თბილისი, ინჟინერი გურგენ კამარელის კაბინეტში უცხო ინჟინერი შემოდის. ქართველი მეცნიერი კოლეგას დიდი…

View original post 613 more words