29 претензий Грузии к России или “Не брат ты мне…”

Трудно предсказать будущее России, но ещё труднее разгадать её прошлое. Российская история таит в себе не больше тайн, чем любая страна Европы, но уже три сотни лет не затихает спор о победах и упу…

წყარო: 29 претензий Грузии к России или “Не брат ты мне…”

გაბროვული ოხუნჯობანი

ტეგები

გინახავთ ადამიანი, რომელსაც მოსწონდეს რომ დასცინიან? დაგენაძლევებით, რომ არა!მაგრამ აი გამონაკლისი.
გაბროველი არათუ ბრაზდება მხიარულ ხუმრობაზე, არამედ თავის თავს თვითონვე დასცინის, თავის შესახებ ათასგვარ ამბავს იგონებს. ეს კი კურიოზია, რომელიც კიდევ უფრო პოპულარულს ხდის მას.
გაბროველის მომჭირნეობა ანდაზად იქცა. ამავე დროს იგი არ იშურებს ფულს თავის შესახებ ანეკდოტების გამოსაცემად, — თანაც არა მარტო ბულგარულ, არამედ უცხოურ ენებზედაც კი.

gabrovuli

გადაიტვირთეთ „გაბროვული ოხუნჯობანი“ ePub ფორმატში.

ევოლუცია

ტეგები

,

სტივენ ბაქსტერისა და არტურ ჩარლზ კლარკის სამწიგნეულის „დროის ოდისეა“-ს (A Time Odyssey, მოგვიანებით მასზეც დავწერ) დამთავრების შემდეგ, გადავწყვიტე უკეთ გავცნობოდი სტივენ ბაქსტერის შემოქმედებას. საყვარელ წიგნის მაღაზიას მივაკითხე, ანბანის მიხედვით დალაგებულ წიგნებს შორის ბაქსტერის მონაკვეთი შორიდანვე შევიგულე და ჩამწკრივებული წიგნების ფურცვლა დავიწყე,  მალევე ხელში მომხვდა „ევოლუცია“, დაინტრიგებულმა დავხედე, ჯერ უკან დავაბრუნე, ხარისხიანი კოსმოსური სამეცნიერო ფანტასტიკა მწყუროდა და არა „რაღაც ევოლუცია“, შემდეგ ისევ დავავლე ხელი და ანოტაცია წავიკითხე, მიუხედავად იმისა, რომ ერთობ უღიმღამო ანოტაცია იყო, წიგნი მაინც დავამატე უკვე საყიდლად ამორჩეულ სამწიგნეულს „ნასას ტრილოგია“ (NASA Trilogy) — წასაკითხი რომ დამიმთავრდება, მერე წავიკითხავ-მეთქი…

SB_Evolution

სახლის გზაზე გულმა ვერ მომითმინა და წიგნის კითხვა დავიწყე, მაინტერესებდა რა შეიძლებოდა მოეთხრო სამეცნიერო ფანტასტიკის სახელგანთქმულ მწერალს ბიოლოგიის შესახებ. კითხვა დავიწყე და მივხდი, რომ ნასას ტრილოგიას მოცდა მოუწევდა, რამეთუ ჩემ თვალწინ გადაიშალა 650 მილიონი წელი. დიახ, 650 მილიონ წელზე გადაჭიმულ წიგნ-სამყაროს გვთავაზობს სტივენ ბაქსტერი თავის ნოველაში „ევოლუცია”.

ჩვენი დროის გენეტიკურად გაუმჯობესებული მოზარდი და პრიმატოლოგი ერთად მოგზაურობენ თვითმფრინავით და უცებ…  იყო და არა იყო რა, შორეულ ცარცულ პერიოდში ცხოვრობდა პურგატორიუსი… ავტორის წარმოსახვა პრიმატების ამ სახეობის ერთ მდედრს პურგად სახელდებს, ირჩევს მას ქვაკუთხედ რგოლად ევოლუციის იმ გრძელი ისტორიის მოსათხრობად, რომელმაც განვითარების მწვერვალს ადამიანად მიაღწია და არც მას შემდეგ შეუწყვეტია განვითარება. ევოლუციის ეს თავბრუდამხვევი ისტორია არაა მეცნიერული ნარკვევი და არც ავტორი იჩემებს მის მიერ მონათხრობ ამბავთა მეცნიერულ სიზუსტეს.

იმ შორეული წარსული დროის შესახებ ჩვენი დღევანდელი ცოდნა ნაწილობრივია, გვაკლია დეტალები, ხანდახან კი მთელი ეპოქის შესახებ ჩვენი ცოდნა იმ დროიდან შემორჩენილი ერთადერთი ძვლის ერთადერთ ფრაგმენტს ეყრდნობა. სწორედ ეს სიცარიელე ვერ აიტანა სტივენ ბაქსტერის გონებამ და წარმოსახვით შეიარაღებული თავდავიწყებით გადაეშვა ამ კუნაპეტში. ფართო თავდაჯერებული ნაბიჯებით მიიწევს სიბნელეში ვარსკვლავებად აკიაფებულ უტყუარ ფაქტებს შორის გაწოლილ სივრცეში ბაქსტერის წარმოსახვა და მკითხველსაც იყოლიებს ამ საოცარ მოგზაურობაში. მართლაც, ძნელია წინ აღუდგე ამ ენთუზიაზმს, არ აჰყვე ავტორს და გატაცებით არ ადევნო თვალი შენივე სახეობის მთელ ისტორიას. მერე რა რომ ეს ისტორია ზუსტი არაა, მერე რა რომ ეს ისტორია წარმოსახულია! მთავარი ისაა, რომ ეს ისტორია მოგვითხრობს ჩვენი სახეობის — ადამიანის წარმოშობის, განვითარებისა და დაღმასვლის სულისშემძვრელ და იმავდროულად საამაყო სურათს. საიდან და რისგან მოვდივართ, როგორ მოვედით, რატომ გამოვედით ისეთი როგორიც ვართ, რა შეიძლება დაგვემართოს? აი არასრული სია იმ კითხვებისა რომელსაც მკითხველის თავში ხან მიზანმიმართულად, ხანაც კი მისდაუნებურად ბადებს ავტორი. ყველას გვსმენია ევოლუცია, ზოგი დარწმუნებულიცაა მის მართებულობაში და რაც მთავარია ყველას, ევოლუციის სპეციალისტებისა და ბიოლოგების გარდა, გვგონია რომ ყველაფერი ვიცით ევოლუციისა და მისი მექანიზმების შესახებ, „ევოლუციის“ კითხვისას კი თანდათან აცნობიერებ, რომ ბევრ დეტალზე აქამდე არც კი დაფიქრებულხარ და ამიტომ გულდასმით ეძებ პასუხებს ავტორის მიერ წამოჭრილ და ნაწილობრივ პასუხგაცემულ კითხვებზე: რატომ დავკარგეთ ბალანი? რატომ დავიწყეთ ფიქრი? რამ აღმოაცენა მეტყველება და რწმენა?..

მაშ ასე, იყო და არა იყო რა, შორეულ ცარცულ პერიოდში ცხოვრობდა პურგა, ზემოხსენებული პრიმატოლოგისა და მოზარდის წიანაპარი. აი, დედამიწაზე მისი აღმატებულება დინოზავრი მეფობს, მაღალ ცაში ნება-ნება ლივლივებენ ვეებერთელა ჰაერის კაშალოტები, პურგა კი დინოზავრთა ფეხებს შორის დარბის პატარა, უსახური და შეუმჩნეველი, ცდილობის საზრდოს მოპოვებას. ეს პირველი შეხვედრაა დარვინისეულ სკალასთან, პურგა 65 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა, სწორედ მაშინ როდესაც უაზარმაზარი კომეტა დედამიწასთან შესახვედრად მოიჩქაროდა. პურგა გადაურჩა დინოზავრებს და კატასტროფასაც, დინოზავრების გადაშენებასაც კი მოესწრო. მის ცხოვრებას ინსტინქტი განაგებს, არ ფიქრდება ცის უცაბედ ცვალებაზე, არასდროს იხევს უკან და იბრძვის გადარჩენისათვის, აღწარმოებისათვის, თავისი გენების გადასაცემად. როდესაც უკანასკნელი წუთი უდგება მშვიდად მიდის, თავისი საქმე, სიცოცხლის დიდი საქმე გაკეთებული აქვს — შთამომავლობა დატოვა, გენები გადასცა. ეს გენები კი კარგი უნდა იყოს, რამეთუ… რამეთუ პურგამ მათი მეოხებით შესძლო მათი გადაცემა მომავალი თაობისათვის… შემდეგ კიდევ უფრო შორეულ წარსულში გადაგვისვრის ავტორი და ადრეულ ქვის ხანაში მოგვახვედრებს, მაგრამ არა ჩვენსაში არამედ ორნითოლესტებისაში… დრო, კლიმატი და გარე პირობები თვალის დახამხამებაში იცვლება, კონტინენტები ერთმანეთს ერწყმის და შორდება, დინოზავრები გადაშენდებიან, პრიმატები უფრო თვალსაჩინონი ხდებიან, უფრო მეტ ადგილს იკავებენ ბიოლოგიურ ასპარეზზე. პრიმატები პრიმატები არიან, ჯოგური ცხოველები, ქსენოფობები, ბაქიები, მშიშარები, ქურდბაცაცები, ხეზე ამძვრალები… ზოგი ბედავს ხიდან ჩამოსვლას, ზოგი უკანა კიდურებზეც ახერხებს პირველი თავდაუჯერებელი ნაბიჯების გადაგმას, ზოგი ქსენოფობიასაც ლახავს და აღებ-მიცემობაში ერთვება, აგერ უკვე ობსიდიანს ამუშავებენ, ნავებს ჩორკნიან თუ აკოწიწებენ, რწმენაც იწყებს აღმოცენებას, პირველი ლუღლუღი, პირველი ნათესები, პირველი ქალაქები, დაცემული რომის იმპერია, მარსზე გაშვებული თვითაღწარმოებადი რობოტები და კვლავ დიდი კატასტროფა… გამქრალი ცივილიზაცია, მომაკვდავი ბიოსფერო, დაისი მაგრამ არა უიმედო.

„ევოლუციაში“ სტივენ ბაქსტერი თავს წარმოაჩენს როგორც კაზმული სიტყვის უებრო ოსტატი და აღწერათა მოყვარული, ვაჟა-ფშაველა ოღონდ მეცნიერებისა და ტექნოლოგიისა. ცხადია, ხანდახან ეს მოქმედების სიმძაფრეს ანელებს, მაგრამ არა იმდენად რომ კითხვა მომაბეზრებელი გახდეს. ეს აღწერა სიუჟეტის მოთხოვნაა, სხვანაირად შეუძლებელი იქნებოდა ავტორის მიერ დასახული მიზნის მიღწევა. „ევოლუცია“ გვერდაუვლელი წიგნია. იგი გვერდაუვლელია არა მხოლოდ იმის გამო რომ იგი ოსტატური ნამუშევარია, არამედ იმიტომაც, რომ მხატვრული ლიტერატურა არ გვანებივრებს ამ სიუჟეტით.

ფიქრი პურზე

ტეგები

gilatovi

წარმოგიდგენთ ალექსანდრე გიტალოვის „ფიქრი პურზე“.
ამ წიგნით ვხსნით სერიას „საბჭოური ლიტერატურა

გადაიტვირთეთ ალექსანდრე გიტალოვის „ფიქრი პურზე“ ePub ფორმატში.

სამანიშვილის დედინაცვალი

ტეგები

სამანიშვილის დედინაცვალი

სამანიშვილის დედინაცვალი

წარმოგიდგენთ დავით კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალს“.

გადაიტვირთეთ დავით კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალი“ ePub ფორმატში.

დიმიტრი უზნაძე – ომის ფილოსოფია

ტეგები

, , ,

80131356031782

დიმიტრი უზნაძე თავის ნაშრომში ,,ომის ფილოსოფია“ სიკვდილს განიხილავს როგორც ბოროტებას.
უზნაძის აზრით, სიკვდილი ყველას თანაბარ შიშს აღუძრავს. ასე რომ იგი ყველა ადამიანისთვის ბოროტებაა.

გადაიტვირთეთ აქედან “დ. უზნაძე – ომის ფილოსოფია” ePub ფორმატში

ნოდარ დუმბაძე – მე ვხედავ მზეს

ტეგები

, , , , , ,

product_image_251

ნოდარ დუმბაძისეული სევდითა და იუმორით შეჯერებული, ქართული მწერლობის ერთერთი თვალსაჩინო ნიმუში! წიგნი მოგვითხრობს მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ქართულ პატარა სოფელსა და ამ სოფლის მკვიდრ – სოსოიას, ხატიასა და მათ გარშემომყოფთა ცხოვრებაზე!!!

გადაიტვირთეთ აქედან “ნოდარ დუმბაძე – მე ვხედავ მზეს” ePub ფორმატში

ლევან გოთუა – წიწამურის მიწა

ტეგები

, , ,

08.11

ერთერთი უდიდესი ქართველის, ილია ჭავჭავაძის სიცოცხლის ბოლო საათები!!! დრო, სანამ ქართველი ხალხი თავის უდიდეს ქომაგს და მოსიყვარულე შვილს სასიკვდილო განაჩენს გამოუტანდა!!!

გადაიტვირთეთ აქედან, “ლევან გოთუა – წიწამურის მიწა” ePub ფორმატში

ნოდარ დუმბაძე – სასაფლაო

ტეგები

, , ,

nodar

ყველასათვის საყვარელი ქართველი მწერალის ნოდარ დუმბაძის კიდევ ერთი პატარა მოთხრობა, რომელიც აღსავსეა მისეული სევდანარევი რეალობითა და ყოველდღიურობით…

გადაიტვირთეთ აქედან, “ნოდარ დუმბაძე – სასაფლაო” ePub ფორმატში